✦ ქართული რესტორნებისთვის შექმნილი

მიმტანიდან ოსტატამდე — ერთ აპში.

ახალი თანამშრომელი სწავლობს მოკლე გაკვეთილებით, ვარჯიშობს 3D მაგიდაზე და ცვლის დროს AI ასისტენტს ეკითხება. შენ კი ხედავ, ვის რა უჭირს — ჯერ კიდევ სტუმრამდე.

რეგისტრაცია არ სჭირდება · მუშაობს ნებისმიერ ტელეფონზე

5დონე დამწყებიდან მენეჯერამდე
19+მოკლე გაკვეთილი, 3–8 წუთი
3ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
24/7AI ასისტენტი ცვლის დროს
რატომ Ostati.AI

სწავლება, რომელიც ცვლას არ აჩერებს

⏳

მენეჯერს დრო არ ჰყოფნის

ყოველ ახალ მიმტანს ერთი და იგივეს ახსნა კვირაში რამდენიმე საათს გართმევს. Ostati.AI ამას შენ მაგივრად აკეთებს — ერთნაირად და ხარისხიანად.

🔄

კადრები ხშირად იცვლება

ახალ თანამშრომელს პირველივე დღიდან აქვს მკაფიო გზა: რა ისწავლოს, რა ივარჯიშოს და როდის არის მზად.

🤔

ცვლაზე შეკითხვა ყოველთვის ჩნდება

სტუმარს ალერგია აქვს? ღვინო დაიღვარა? AI ასისტენტი წამებში პასუხობს — ჯერ შენი რჩევებით, მერე პროფესიული სტანდარტით.

როგორ მუშაობს

ოთხი მარტივი ნაბიჯი

ისე მარტივია, რომ ბებიაც გაერკვევა — ყოველ ეკრანზე ერთი დიდი ღილაკი და მკაფიო მინიშნება.

  1. 1

    წაიკითხე

    3–8 წუთიანი გაკვეთილი სურათებით, წესებითა და რჩევებით. შეგიძლია მოუსმინო კიდეც.

  2. 2

    ივარჯიშე 3D-ში

    აიღე თეფში, ჩანგალი ან ჭიქა და დადე სწორ ადგილზე. შეცდომაზე აპი თავად მიგანიშნებს.

  3. 3

    ჩააბარე ტესტი

    სამი მარტივი კითხვა ყოველი გაკვეთილის ბოლოს. დონის ტესტის შემდეგ — სერტიფიკატი.

  4. 4

    ჰკითხე ცვლაზე

    AI ასისტენტი ხმითაც გიპასუხებს. ის ჯერ შენი მენეჯერის რჩევებს ამოწმებს.

სცადე აქვე

სად დევს ჩანგალი?

ასე გამოიყურება ერთი კითხვა Ostati.AI-ში. აირჩიე პასუხი:

შესაძლებლობები

ყველაფერი, რაც კარგ სერვისს სჭირდება

🎯

5 დონე, მკაფიო გზა

საორიენტაციოდან სერვის მენეჯერამდე. ყოველი დონე სერტიფიკატით მთავრდება.

01234
🍽️

ინტერაქტიული 3D სუფრა

თეფშები, დანა-ჩანგალი, ჭიქები და ლანგარი — ნამდვილივით. გადაათრიე ან უბრალოდ შეეხე.

💬

AI ასისტენტი

პასუხობს ქართულად, ინგლისურად და რუსულად. ესმის ხმაც.

სტუმარს თხილზე ალერგია აქვს, რა ვქნა?წყარო: Ostati ბაზა
⭐

შენი ობიექტის რჩევები

დაამატე საკუთარი წესები — AI მათ პირველ რიგში გამოიყენებს.

📊

პროგრესი რეალურ დროში

ხედავ, ვინ რას სწავლობს, სად უჭირს და ვის სჭირდება ყურადღება.

🎓

სერტიფიკატები

ყოველ სერტიფიკატს თავისი კოდი აქვს და ონლაინ მოწმდება.

🔥

სერიები და ჯილდოები

ყოველდღიური მიზანი, ქულები და გუნდის რეიტინგი სწავლას სახალისოს ხდის.

🌗

ნათელი და მუქი რეჟიმი

და ტექსტის სამი ზომა — მოსახერხებელია ყველასთვის.

📱

ნებისმიერ ტელეფონზე

არაფრის გადმოწერა არ სჭირდება. შეგიძლია მთავარ ეკრანზე დაამატო.

მფლობელებისა და მენეჯერებისთვის

მთელი გუნდი — ერთ ეკრანზე

ცალკე ადმინ პანელი, სადაც ყველას თავისი როლი აქვს.

  • დაამატე თანამშრომელი ნომრით — SMS-ით მიიღებს მოწვევას
  • AI შეჯამება: სუსტი თემები და კონკრეტული რეკომენდაცია
  • ცოცხალი აქტივობა: ვინ რა ჩააბარა ახლახან
  • რამდენიმე ობიექტი ერთ ანგარიშში
მფლობელიობიექტები, ადგილები და მთლიანი სურათი
მენეჯერიგუნდი, რჩევები და პროგრესი
მიმტანისწავლა, ვარჯიში და AI ასისტენტი
ავტორიგაკვეთილები, ტესტები და 3D სცენები
სასწავლო პროგრამა

ხუთი დონე პროფესიონალობამდე

0საორიენტაციოროგორ მუშაობს რესტორანი, გუნდი და შენი პირველი ცვლა⌄
0.1 · მოგესალმებით
1დამწყები სპეციალისტიჰიგიენა, უსაფრთხოება, თეფშის, ლანგრისა და ჭიქების ტარება, სადგურის მომზადება⌄
1.1 · სტანდარტები1.2 · ინვენტარი1.3 · Mise en place
2დამხმარე სპეციალისტისტუმრის მიღება, შეკვეთა, სრული გაწყობა და ალერგია⌄
2.1 · სტუმრის მიღება2.2 · შეკვეთა2.3 · განსაკუთრებული მოთხოვნები
3სერვისის სპეციალისტიღვინის სერვისი და რთული სიტუაციების მართვა⌄
3.1 · ღვინო3.2 · რთული სიტუაციები
4სერვის მენეჯერიცვლის ხელმძღვანელობა და ახალი თანამშრომლების სწავლება⌄
4.1 · ბრიფინგი4.2 · მენტორობა
ფასები

დაიწყე უფასო საპილოტე პერიოდით

საპილოტე

30 დღე უფასოდ

ერთი ობიექტი, მთელი პროგრამა და AI ასისტენტი

  • ყველა დონე და 3D სავარჯიშო
  • AI ასისტენტი
  • მენეჯერის პანელი
ფასის მოთხოვნა
ყველაზე პოპულარული

გუნდი

თითო მიმტანზე, თვიურად

რესტორნებისა და კაფეებისთვის

  • რამდენიმე ობიექტი
  • საკუთარი რჩევები AI-სთვის
  • სერტიფიკატები და რეიტინგი
  • პრიორიტეტული მხარდაჭერა
ფასის მოთხოვნა

კორპორატიული

ინდივიდუალური

სასტუმროებისა და ქსელებისთვის

  • საკუთარი პროგრამები და ავტორები
  • ინტეგრაციები
  • პერსონალური მენეჯერი
ფასის მოთხოვნა
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა სჭირდება თანამშრომელს დასაწყებად?+

მხოლოდ ტელეფონი. მენეჯერი ნომერს ამატებს, თანამშრომელი შედის SMS კოდით — არც პაროლი, არც აპის გადმოწერა.

რამდენ დროს მოითხოვს სწავლა?+

გაკვეთილი 3–8 წუთია. საკმარისია დღეში ერთი გაკვეთილი, ამიტომ სწავლა ცვლის შუალედშიც ეტევა.

შემიძლია ჩემი წესების დამატება?+

დიახ. დაამატე ობიექტის რჩევები: მენიუ, სერვისის წესები, სტუმრებთან ურთიერთობა. AI ასისტენტი მათ პირველ რიგში გამოიყენებს და მიმტანებიც ნახავენ.

რა ენებზე მუშაობს?+

ქართულად, ინგლისურად და რუსულად — როგორც გაკვეთილები, ისე AI ასისტენტი.

სად ინახება მონაცემები?+

Cloudflare-ის გლობალურ ინფრასტრუქტურაზე. ტელეფონის ნომერი მხოლოდ შესვლისთვის გამოიყენება.

შეიძლება საკუთარი პროგრამის შექმნა?+

კორპორატიულ გეგმაზე — დიახ. რედაქტორში წერ გაკვეთილს, AI თარგმნის და ტესტს ამზადებს, 3D სცენასაც თავად ააწყობ.

დავიწყოთ

მოითხოვე დემო ან საპილოტე პერიოდი

15 წუთში გაჩვენებთ, როგორ მუშაობს Ostati.AI შენს ობიექტში. ან უბრალოდ სცადე დემო ახლავე.

ან

🍽️ სადემონსტრაციო ვერსიის გახსნა